Sport Mediaset-ის ცნობით, ანდრეა პირლოს "იუვენტუსის" მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვლის.
გამოცემის მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელობამ პირლოს სამუშაოდან დათხოვნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და იმ შემთხვევაშიც კი არ დატოვებს, თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს.
თუ სერია A-ს 34-ე ტურში "იუვე" "უდინეზესთან" დამარცხდება, პირლოს სეზონის დასრულებასაც კი არ აცლიან და მას დროებით მისი თანაშემწე იგორ ტუდორი შეცვლის.
თუ სერია A-ს 34-ე ტურში "იუვე" "უდინეზესთან" დამარცხდება, პირლოს სეზონის დასრულებასაც კი არ აცლიან და მას დროებით მისი თანაშემწე იგორ ტუდორი შეცვლის.
"იუვენტუსს" ზაფხულში ალეგრი ჩაიბარებს, რომელიც გუნდიდან ორი წლის წინ წავიდა და მას შემდეგ უმუშევარია.