ლუკაკუმ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი დაასახელა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ სერიას A-ს მოგებით გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა და მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდიც დაასახელა.

"იმედი მაქვს, რომ ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც მოიგებენ საკუთარ ჩემპიონატებს: კურტუა, ედენი, აზარი, ვიტსელი, დე ბრუინი. ტიულის მოპოვება აუცილებელ გამოცდილებას გძენს და გაგებინებს, როგორ იმოქმედო მოედანზე უკეთ.

გამარჯვებასთან ერთად მკვლელი მენტალიტეტი მოდის, რომელიც მე მაკლდა.

მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი? ეჭვის შეტანაც არ შეიძლება, ქარიმ ბენზემა საუკეთესოა", - განაცხადა ლუკაკუმ ბელგიური არხის, RTBF-ის ეთერში.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქარიმ ბენზემამ 30 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და
8 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ლუკაკუმ კი იტალიის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში თავი 21 გოლსა და 10 საგოლე პასს მოუყარა. პირველი ბომბარდირთა სიაში ლეო მესის ჩამორჩება, მეორე კი - კრიშტიანო რონალდოს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ქვილითაიამ დიდი მადლობა და შენც არა გიშავს კარგი თავდამსხმელი ხარო
ზორბეგი
18:18 06-05-2021
0
აბა ბებერ ფეხბურთელებს თუ ჩამორჩებიან რაღას ბლუყუნებენ?
dsag
04:31 06-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული