"ინტერმა", ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, სერია A ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დამაჯერებლად მოიგო და ამ დროს "გაძეტა დელო სპორტი" ირწმუნება, რომ მწვრთნელი ორი დღის განმავლობაში სამუშაოს დატოვებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მხარეები შრომით ხელშეკრულებას დიდი სინანულით გაწყვეტენ.
კონტე უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობის სუსტი ამბიციებით, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას მას გუნდის განვითარების გარანტიებს ვერ აძლევენ.
კონტეს შემცვლელებად მაურიციო სარი, სინიშა მიხაილოვიჩი და სიმონე ინძაგი მოიაზრებიან.