რონალდოს იტალიაში მინიმუმ 2 ფეხბურთელი ჯობს - "ატალანტას" უკრაინელი ნახევარმცველი

AutoSharing Option
"ატალანტას" უკრაინელმა ნახევარმცველმა რუსლან მალინოვსკიმ განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონატში კრიშტიანო რონალდოზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ.

"არ ვიტყვი, რომ კრიშტიანო იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა, მასზე ძლიერებიც არიან. შემიძლიე ყველაზე ძლიერი დავასახელო, ვისთან ერთადაც მითამაშია - ეს ლუის მურიელია. დაუჯერებელი კლასის ფეხბურთელია. ვფიქრობ, რაღაცები სხვანაირად რომ წასულიყო, ის "ბარსელონას" ტიპის გუნდში იქნებოდა. შეიძლება, უფრო სერიოზული უნდა ყოფილიყო - ლუისი გასახდელის სულია, სულ იცინის, ხუმრობს, სულ მხიარულია და ლათინოამერიკულ მუსიკას რთავს ხოლმე.

საერთო ჯამში, ძალიან მომწონს "ნაპოლიში" მოთამაშე პიოტრ ზელინსკი. ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მარტინ დე
რონს სულ უჭირს, როცა მის წინააღმდეგ თამაშობს. იმიტომ, რომ ზელინსკი მობილური, მოძრავი, ტექნიკური ფეხბურთელია, დიდ საშუშაოს ასრულებს და თან, ჭკვიანი მოთამაშეა,"- თქვა მალინოვკიმ.

რუსლან მალინოვსკიმ 2020/21 წლის სეზონში "ატალანტას" რიგებში სერია ა-ს 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა (საუკეთესო მაჩვენებელი ლიგაში) გააკეთა.

მურიელმა კი აწ უკვე დასრულებულ სეზონში 22 გოლი შეაგდო, ზელინსკიმ 8+10 მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო რონალდო 29 გატანილი გოლით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
შური ალაპარაკებთ.არადა ყველამ იცის თავის გულში თუ სულში რო რონალდო დედამიწის ზურგზე 1 ნომერი ფეხბურთელია
ვააა
16:18 02-07-2021
0
ყველაფერს რომ თავი გაანებო, სადაც ლუკაკუა იქ რატოა რონალდუს ან ვინმეს საბლატაო? ჯორდანობაზე ქონდა პრეტენზია ვიღაცას და აგეე ნაღდი ზანგი გიგანტი პატივი სცეს
Zangi.
03:04 07-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული