"კიევოს" ყოფილმა კაპიტანმა სერჟიო პელისიერმა კლუბის არსებობის შეწყვეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გუნდი სერია D-შიც კი ვერ იასპარეზებს.
"სამწუხაროდ, კლუბის ისტორია, რომელმაც მე ამდენი მომცა, დასრულებულია. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეა. მინდოდა ისტორია ამეღორძინებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ვერონაში კლუბის გადამრჩენი ადამიანი არ აღმოჩნდა", - წერს პელისიერი "ინსტაგრამზე".
ფინანსური დარღვევების გამო ამ ზაფხულში "კიევოს" პროფესიონალური სტატუსი ჩამოერთვა. 2001-2019 წლებში (2007/08 სეზონის გამოკლებით) "კიევო" სერია A-ში ასპარეზობდა.
ფინანსური დარღვევების გამო ამ ზაფხულში "კიევოს" პროფესიონალური სტატუსი ჩამოერთვა. 2001-2019 წლებში (2007/08 სეზონის გამოკლებით) "კიევო" სერია A-ში ასპარეზობდა.