დრამატული მატჩი ტურინში - "იუვე" ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "სასუოლოს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

გულშემატკივარმა პირველ ტაიმში ერთი გოლი იხილა, 44-ე წუთზე სტუმრები დავიდ ფრატესიმ დააწინაურა.

მეორე ნახევარში "შავ-თეთრები" გააქტიურდნენ, წონასწორობა 76-ე წუთზე ვესტონ მაკკინიმ აღადგინა.

თითქოსდა მატჩი ლოგიკურ 1:1-მდე მიდიოდა, თუმცა 90+5 წუთზე მაქსი ლოპესმა "ბიანკონერის" კარი აიღო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, 10 ტურის თავზე "იუვენტუსი" 15 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს "ჰელას ვერონასთან" გამართავს.

"სასუოლო" 14 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება,
მე-11 ტურის მატჩს კი 31 ოქტომბერს, "ემპოლისთან" გამართავს.

სხვა შეხვედრები:

"სამპდორია" - "ატალანტა" - 1:3

"უდინეზე" - "ჰელას ვერონა" - 1:1

"კალიარი" - "რომა" - 1:2

"ემპოლი" - "ინტერი" - 0:2

"ლაციო" - "ფიორენტინა" - 1:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული