მასპინძლები 70-ე წუთამდე 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა 7 წუთში 3 გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
დედაქალაქელებს ქულის მოპოვება შეეძლოთ, როდესაც მსაჯმა 81-ე წუთზე „იუვეს“ მცველი დე ლიხტი გააძევა და ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ პელეგრინის გოლის გატანა მეკარე შენსნიმ არ დაანება.
„იუვენტუსი“ 38 ქულით მეხუთე ადგილზეა (ლიდერ "მილანს" 10 ქულით ჩამორჩება), ხოლო „რომა“ 32 ქულით - მერვეზე.
რომი. „ოლიმპიკო“
რომა - იუვენტუსი 3:4
გოლები: 1:0 აბრაჰამი (11), 1:1 დიბალა (18), 2:1 მხითარიანი (48), 3:1 პელეგრინი (53), 3:2 ლოკატელი (70), 3:3 კულუსევსკი (72), 3:4 დე შილიო (77)
გამოუყენებელი პენალტი: პელეგრინი (81)
გაძევება: დე ლიხტი (81)
- რომაელთა ნახევარმცველმა მხითარიანმა ჩემპიონატზე ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.
- თავდამსხმელმა აბრაჰამმა „რომაში“ ყველა ტურნირზე 14 გოლი გაიტანა - ეს ტოპ 5-ის ლიგებში ინგლისელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შედეგია.
- მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 4 გოლი მეორედ გაუშვა - 502 მატჩში.
- „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა კიეზამ ტრავმა მიიღო და 32-ე წუთზე შეცვალეს.