ჟირუ: ვტიროდი, როცა ბაჯომ პენალტი გააფუჭა

AutoSharing Option
"მილანის" ფრანგმა შემტევმა იტალიური ფეხბურთიდან მისი კერპები დაასახელა.

"როდესაც 20 წლის ვიყავი თმა გავიზარდე, რადგან მინდოდა ფაბიო კანავაროს ან ალესანდრო ნესტას დავმსგავსებოდი, ვტიროდი, როცა 1994 წელს რობერტო ბაჯომ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

2006 წელს, რა თქმა უნდა, საფრანგეთს ვგულშემატკივრობდი. ყოველთვის ვვოცნებობდი, რომ ინგლისში მეთამაშა, იტალიიდან "მილანი" მომწონდა, შევჩენკო ჩემი ფავორიტი ფორვარდია, ასევე მომწონდა მარკო ვან ბასტენიც, რომლის ვიდეო ჩანაწერებსაც ხშირად ვუყურებდი. მახსოვს 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც "როსონერი" "ლივერპულთან" დამარცხდა, არადა იმ თამაშს იტალიელები 3:0 იგებდნენ, თუმცა ინგლისელებმა წონასწორობა აღადგინეს, შევჩენკომ
კი თერთმეტმეტრიანი ააცილა, ამის შემდეგ 2007 წელს უკვე "შავ-წითლებმა" იზეიმეს ლიგის თასით, "მილანი" დიდებული გუნდია" - ციტირებს L'Equipe ოლივიეს სიტყვებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული