რობერტო ბაჯო: ფეხბურთი აღარ მაინტერესებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ფეხბურთი აღარ აინტერესებს.

"ხალხს ეს უცნაურად მიაჩნია და მერე რა? ნუთუ ვინც ფეხბურთის გარეშე ცხოვრობს, წარუმატებელია? მე მატჩებსაც კი არ ვუყურებ, რადგან არ მაინტერესებს.

ჩემთვის სხვა ადამიანების შეფასება სასიამოვნო არაა. ვხედავ ყოფილ პარტნიორებს, რომლებსაც პასის გაკეთებაც არ შეეძლოთ, მასწავლებლებივით მსჯელობენ.

სხვა საქმით დავკავდი. შეშას ვაპობ, ტრაქტორზე ვმუშაობ და საღამოს ისე ვიღლები, რომ თავბრუ მეხვევა", - ციტირებს ბაჯოს La Repubblica.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მართალია ფერმერობა სჯობია
ვასილი ალიბაბაევიჩი
12 მაისი 2022 10:39
2
Baggiom sheyvara es sporti da chemtvis yoveltvis sauketeso iqneba...warmatebebi yvelapershi
L.J .
12 მაისი 2022 10:32
0
ადრიანო ჩელენტანოა, კინოში
irakli
12 მაისი 2022 03:41
12

სიახლეები პოპულარული