ბერლუსკონი: "მონცამ" სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს

AutoSharing Option
"მონცა", რომლის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, ხოლო გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი, პირველად იასპარეზებს სერია A-ში. ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მის კლუბს დიდი მიზნები აქვს.

"ჩვენ წარმატების მიღწევის იმედი გასულ წელს გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ამჯერად მთელი სეზონი ვიბრძოდით. ეს ადვილი არ იყო, თუმცა შევძელით და სერია A-ში ვართ.

110 წლის წინ დაარსებული კლუბისთვის ეს დიდი გამარჯვებაა. ეს მონცელებისა და ბრიანცელებისათვის არაჩვეულებრივი მოვლენაა. აქ მთელ იტალიაში ყველაზე შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ამ პროვინციაში 70 ათასზე მეტი საწარმოა. რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ყველანი კმაყოფილები არიან.

სკუდეტო
უნდა მოვიგოთ, ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ და შემდეგ იქაც გავიმარჯვოთ. მე გამარჯვებებს მიჩვეული ვარ. ასე რომ, მოდით, ვნახოთ.

ეს ჩემი გულისთვის დიადი წელი იყო: "მილანი" იტალიის ჩემპიონი გახდა, "მონცა" კი სერია A-ში გადავიდა", - ციტირებს ბერლუსკონის Sky Sport Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ველოდებით ლიგის ფინალს მონცა- მილანი, გამარჯვებული ბერლუსკონი.DDDDDDDDDDDDDDDDდ
ტტტ
11:45 31-05-2022
0

სიახლეები პოპულარული