"ინტერს" ჯეკო აღარ სჭირდება - ბოსნიელი ახალ ტანდემს ეწირება

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ინტერს" ფორვარდი ედინ ჯეკო დატოვებს.

როგორც იცით, "ნერაძურის" რიგებში, დიდი ალბათობით, პაულო დიბალა გადაბარგდება. "სან სიროზე" დასაბრუნებლად ემზადება რომელუ ლუკაკუც.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მილანელები ბოსნიელი ფეხბურთელის ადგილს ვეღარ ხედავენ და მას ტრანსფერზე დააყენებენ.

ჯეკოს "ინტერთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან 36 მატჩი ითამაშა, სადაც 13 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მაგრამ,რა მოუვიდა ბოსნიელის აგენტს???)))
გილერმო ამორი
17:19 16-06-2022
2

სიახლეები პოპულარული