როგორც იცით, "ნერაძურის" რიგებში, დიდი ალბათობით, პაულო დიბალა გადაბარგდება. "სან სიროზე" დასაბრუნებლად ემზადება რომელუ ლუკაკუც.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მილანელები ბოსნიელი ფეხბურთელის ადგილს ვეღარ ხედავენ და მას ტრანსფერზე დააყენებენ.
ჯეკოს "ინტერთან" კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან 36 მატჩი ითამაშა, სადაც 13 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.