უფრო მეტიც, 27 წლის მცველმა ახალი კლუბი უკვე მოძებნა. ის "ლაციოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება, კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და სეზონში 3,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ალესიომ გასულ სეზონში "სან სიროზე" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სერია A-ში მხოლოდ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რომანიოლი "როსონერის" ფორმას 7 წლის განმავლობაში ირგებდა, იქამდე კი "რომასა" და "სამპდორიაშიც" უასპარეზია.