"დამაბრუნეთ, წასვლას ვნანობ!" - სუპერტრანსფერის მოლოდინში, კრიშტიანო კვლავ "იუვენტუსში" ითამაშებს?

AutoSharing Option
Calciomercato-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსში" დაბრუნება სურს.

ამავე წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ტურინულ კლუბს უკვე მიმართა და პორტუგალიელის ყიდვა შესთავაზა. მან "ბიანკონერის" ბოსებს უთხრა, რომ კრიშტიანო "ბებერი ქალბატონის" დატოვებას ნანობს.

იწერება იმის შესახებაც, რომ რონალდო თანახმაა ხელფასი შეუმცირდეს, რათა "იუვენტუსში" დაბრუნდეს.

პორტუგალიელი "ვეკია სინიორაში" 2018/21 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რაც არ უნდა წეროთ და იკითხოთ გატანილ ბურთებს ვერაფერს უზამთ განსაკუთრებით ნაკრებში და ჩ.ლ-ზე.კაცი რეკორდსმენია ყველა მაჩვენებელში.
ვა რა დონეა
12:35 23-06-2022
0
იუვედან არ ვიცი მაგრამ რეალიდან წასვლას რომ ინანებს გულში ეგ უეჭველია, არ მესმის ასეთი ფეხბურთელების, მეფე იყო რეალში გინდა ეს და გინდა რამოსი, ფული ამათ არ აკლდათ და შეეძლოთ კარიერაც რეალშივე დაემთავრებინათ, დაუწყეს ვაჭრობა პერესს გრძელვადიან კონტრაქტებზე, პერესს მაგ საქმეს როგორ მოუგებ კაცი ბავშვობიდან ვაჭრობაშია, კი დაკარგეს ტიტულები ამასობაში, რონალდომ უეჭველი ერთი ოქროს ბურთი დაკარგა, ასევეა დღეს მანეს და ლევანდოვსკის შემთხვევებშიც, პოგბას და ლუკაკუს მაგალითიც თვალწინ არის, ლუკაკუ იხვეწება ეხლა ხელფასს გავინახევრებ და უკან ინტერში დამაბრუნეთო, ვფიქრობ ამ ფეხბურთელებს ეს აგენტები მაგრად ურევენ ჭკუას და თვითონ კი მილიონებს შოულობენ ამ მიდი-მოდითი
მამუკა
19:00 21-06-2022
3

სიახლეები პოპულარული