"იუვენტუსმა" 4 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "იუვენტუსი" 4 ფეხბურთელთან გამომშვიდობებას გეგმავს.

ტურინელები მოიზ კინის, ადრიენ რაბიოს, აარონ რემსისა და არტურის გასხვისებას გეგმავენ.

"ვეკია სენიორაში" შესაძლოა, დაბრუნდეს ალვარო მორატა, რომელიც იტალიურ გრანდში გასულ სეზონში იჯარით თამაშობდა.

"იუვენტუსის" წევრი უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, პოლ პოგბაც გახდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული