როგორც ურუგვაელი ფეხბურთელის აგენტმა მარკო კირდემირმა განაცხადა, მის კლიენტს იტალიიდან ორი შემოთავაზება აქვს.
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ერთ-ერთი გუნდი "მონცაა", რომელიც "სუას" სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ კირდემირი ამბობს, რომ ლუისის იმიჯი გაცილებით მეტი ღირს.
მეორე სერია A-ს ბინადარი კლუბი კი, რომელიც ურუგვაელის სამსახურით ინტერესდება, "მილანია". კირდემირი ამბობს, რომ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს. მან "ფენერბაჰჩეს" სეზონურად 6-მილიონიან გასამრჯელოზე უარი უთხრა.