ჟოზეს ესაუბრა და ყველაფერი გადაწყდა - მოურინიომ დიბალა რომში წაიყვანა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, პაულო დიბალა კარიერას "რომაში" განაგრძობს. არგენტინელ თავდამსხმელსა და "ჯალოროსის" თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც 28 წლის თავდამსხმელმა "ოლიმპიკოზე" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიბალა 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

არგენტინელი ამჟამად თავისუფალი აგენტია. მან "იუვენტუსში" 7 სეზონი დაჰყო, რა დროშიც 293 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 115 გოლი გაიტანა და 45 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰჰ კვარასთან გელოდებოდით ... (
bejo
14:29 18-07-2022
0
კვირასთან არა მაგრამ სამშაბათთან შეხვდა.
gogi
11:52 19-07-2022
0

სიახლეები პოპულარული