ჯეკომ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "ინტერის" ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრის პერიოდში კლუბს არ შეიცვლის.

36 წლის თავდამსხმელს 3 წინადადება ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანი უარყო და აპირებს, რომ მომავალ სეზონშიც "ნერაძურიში" იასპარეზოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი შემტევის დამატების ერთ-ერთი მთავარი მსურველი გერმანული "დორტმუნდი" გახლდათ.

ჯეკოს "ინტერთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული