"დი მარიას გოლი და შედეგიანი გადაცემა სადებიუტო მატჩში - "იუვე" კარგად იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ს პირველი ტურის ბოლო შეხვედრები გაიმართა. როგორც ჩანს, ტურინის "იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის მზადაა, "ბებერმა ქალბატონებმა" "სასუოლო" 3:0 დაამარცხეს.

მატჩის 26-ე წუთზე ახალი გუნდის მაისურით, სადებიუტო შეხვედრაში პირველი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა, ალექს სანდროს ჩაწოდების შემდეგ, არგენტინელმა ანდრეა კონსილის კარი ეფექტური დარტყმით აიღო და "იუვე" დააწინაურა, შეხვედრის 43-ე წუთზე მეკარის საჯარიმოში ვლაჰოვიჩი წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად დაზარალებულმა აქცია. მეორე ნახევარიც ტურინელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც 51-ე წუთზე ანხელ დი მარიას საგოლე გადაცემა და კვლავ სერბი ფორვარდის
გოლი მოჰყვა.

მომდევნო ტურში "იუვენტუსი" "სამპდორიას" ესტუმრება, "სასუოლო" კი "ლეჩეს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული