გადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლიში" ევროპის ჩემპიონთან ერთად შეუტევს

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ "სასუოლოს" 22 წლის უნივერსალი ჯაკომო რასპადორი კარიერას ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ცნობას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდაპირველად "ნაპოლი" ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით აიყვანს და 5 მილიონ ევროს გადაიხდის, შემდეგ კი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

ჯაკომო 2020 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ის ქვეყანაში ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, უნივერსალია და ათიანზე, მეორე ფორვარდად, ცხრიანზე და ვინგერადაც შეუძლია თამაში.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლოგიკური ტრანსფერია, ყველაზე პოზიციაზე 2-2 ძლიერი ფეხბურთელი უნდათ, რომ ჰყავდეთ. ინფორმაციისთვის, კვარაცხელია ყველაზე შეუცვლელია ამ ფორმაციის ნაპოლში და მისი შემცვლელი ახალგაზრდა იტალიელი ძერბინია და ელმასი, ისიც არაპოზიციურად, სუფთა მარცხენა ვინგერები გუნდში მხოლოდ კვარაცხელია და ძერბინი არიან. სპალეტიმ რასპადორი ზელინსკის შემცვლელად აიყვანა, სიმიონე კი ოსიმენს შეცვლის ხოლმე
ვახტანგი
21:43 18-08-2022
2
სეზონი გრძელია,ნუ გგონიათ რომ ვიღაც ძირითადის ფეხბურთელია, კვარასაც მოუწევს დაჯდომა,რადგან ეგრეა საჭირო,მახსოვს ჩაკვეტაძე 3 თვის განმავლობაში,ყოველ მესამე დღეს თამაშობდა, ნაკრების 6 თამაში,ჩემპიონატის თამაშები,თასის თამაშები და როგორც დამთავრდა გვახსოვს ყველას. ნუ გგონიათ ზოგიერთებს რომ გუნდი 11 ფეხბურთელისგან შედგება, მითუმეტეს ნაპოლის ლიგაზეც უწევს თამაში,ეგ კი არა მე ვთვლი რომ მაღალი ხარისხის არასაკმარისი ფეხბურთელები ჰყავთ და კიდევ 2-3 კაცის დამატება არ იქნებოდა ურიგო.ხვიჩას ჯანმრთელობას და სტაბილურობას ვუსურვებ,ჯერჯერობით სტაბილურად ვითარდება მისი კარიერა და დარწმუნებული ვარ ესეც გაგრძელდება,ღმერთის წყალობით.
საქართველო
21:13 18-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული