არკადიუშ მილიკი იტალიაში დაბრუნდა

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" "მარსელიდან" 28 წლის პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი ინათხოვრა.

ტურინელები ამისთვის 1 მილიონ ევროს, ხოლო ერთ მილიონსაც ბონუსებით გადაიხდიან. იმ შემთხვევაში, თუ "ვეკია სენიორას" ფეხბურთელის გამოსყიდვა მოუნდება, მომავალ ზაფხულს კიდევ 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს...

2016/21 წლებში მილიკი იტალიაში უკვე ბურთაობდა და "ნაპოლის" ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც "მარსელში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მემფის დეპაის დამატებით ბევრად სანახაობრივი იქნებოდა იუვეს თამაშები.
ეეჰ
22:07 25-08-2022
0
იუვე და სანახაობრივი თამაში(ალეგრის ხელში) პირველად მესმის.მეორე ატლეტიკოა
კინგი
00:25 26-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული