გადავა თუ არა რონალდო "ნაპოლიში"? - მენდეში "ჩელსისაც" დაუკავშირდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია - The Independent-ი იტყობინება, რომ პორტუგალიელის თანამემამულე აგენტი ჟორჟე მენდეში ბოლოს და ბოლოს კონკრეტული წინადადებით მიმართავს ნეაპოლურ კლუბს, რათა რონალდო "ნაპოლიში" გადაბარგდეს, ვიქტორ ოსიმენი კი - "მანჩესტერში".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანკუნიანელები მზად არიან, კრიშტიანოს ხელფასის 85% იმ შემთხვევაში გადაუხადონ, თუ ოსიმენს 100 მილიონ ევროდ მიჰყიდიან, მაგრამ "ნაპოლი" 130 მილიონს ითხოვს.

გამოცემის ცნობით, მენდეში რონალდოს ტრანსფერთან დაკავშირებით "ჩელსის" დაუკავშირდა, რომლის მწვრთნელ თომას ტუხელს ვეტერანის დამატება არ უნდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან რთული ხასიათი აქვს რონალდუს, მე ვიტყოდი მძიმე. გასახდელში ყვირის, მწვრთნელებზე გავლენას ახდენს ისევე, როგორც მოთამაშეებზე. არავის არ უნდა და არცაა გასაკვირი.
ლაშა
29 აგვისტო 2022 19:07
1
ეხლა ცუციკივით იქნება წყნარად ნაპოლიში იმიტომ რომ იცის იჯარით მიდის და ნაპოლი ფულს ფაქტიურად არ ხარჯავს ანუ რისკი თითქმის ნულის ტოლია და თუ ძაან გაახურა დასვამენ სკამზე და ლიგის რეკორდებს ვეღარ დაამყარებს D
zura222
29 აგვისტო 2022 19:24
2
ანუ სეზონი 2023-24 ნაპოლი ევროპის ლიგაზეა ეს გასაგებია. კვარაცხელია დროზე უნდა წავიდეს ამ გუნდიდან. ამის მოსვლის შემთხვევაში ეს გუნდი უპერსპექტივოა. ერთით მე მინდა გადავიდეს. მანჩესტერის ფანი ვარ და მანიუ ამოისუნთქებს ცოტა. მაგრამ იქით ნაპოლს დაერხევა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
29 აგვისტო 2022 21:21
5
ჩელსიმ უარი უტხრა და მგონი ნაპოლიში გადადის უკცე --ნაპოლი24 ს ვუყურებდი და იქ წამყვანი ეკითხებოდა ხალხს--რონალდუ რომ გადმოდის გიხარიათ თუ არაო ? როგორ დავხვდეთ რონალდუსო და ტაქტიკასავ კი განიხილავდნენ რონალდუსთან ერთდ
zura222
29 აგვისტო 2022 19:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული