ჩხუბი, 4 გაძევება, გამოუყენებელი პენალტი, კომპენსირებულ დროში არჩათვლილი გოლი - "იუვეს" გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-6 ტურში „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაუზავდა - 2:2.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 90+4-ე წუთზე მილიკმა გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს (თან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო), რის შემდეგაც მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა კუადრადო, ფასიო და „იუვეს“ მწვრთნელი ალეგრი გააძევა.

„იუვენტუსი“ 10 ქულით მერვე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 4 ქულით ჩამორჩება და 18 სექტემბერს გასვლაზე „მონცას“ დაუპირისპირდება.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - სალერნიტანა 2:2
გოლები: 0:1 კანდრევა (18), 0:2
პიონტეკი (45+5, პენ), 1:2 ბრემერი (51), 2:2 ბონუჩი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: ბონუჩი (93)
გაძევება: მილიკი (90+6, იუვენტუსი), ფასიო (90+7, სალერნიტანა), კუადრადო (90+9, იუვენტუსი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე იუვეს ფანი არ ვარ, მარა მიმაჩნია გოლი უნდა ჩათვლილიყო.
ტტტ
11:50 12-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული