იტალიურ პრესაში უკვე გამოჩნდა იმ 4 ფეხბურთელის სახელი, რომლებიც შესაძლოა, ზაფხულში ტურინულ გრანდში გადაბარგდნენ.
"ვეკია სინიორას" მაისური შესაძლოა, ანტუან გრიზმანმა, მარკო ასენსიომ, ალეხანდრო გრიმალდომ და კრისტიან პულისიჩმა მოირგონ.
აქვე გეტყვით, იტალიურ პრესაში იწერება, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დათხოვნის კანდიდატია და თუ მუნდიალამდე სიტუაცია ვერ გამოასწორა, კარისკენ მიუთითებენ...