10:22 03-10-2022
ჟოზე მართლაც განსაკუთრებულია - მოურინიომ "ინტერთან" თავისი გუნდის მატჩს ავტობუსიდან უყურა [VIDEO]
AutoSharing Option
საქმე ისაა, რომ 59 წლის სპეციალისტი სერია A-ს მე-7 ტურში "ატალანტასთან" მატჩში გააძევეს. ამიტომ ის უშუალოდ სტადიონიდან "ჯალოროსის" დამოძღვრას ვერ მოახერხებდა და შეეძლო ტრიბუნაზე ყოფილიყო, თუმცა მან ეს არ გააკეთა.
ჟოზემ არჩია, "სან სიროს" ავტოსადგომზე მყოფ "რომას" ავტობუსში მოკალათებულიყო და მატჩისთვის ისე ეცქირა, შეხვედრის განმავლობაში კი Instagram Story-ს მეშვეობით ვიდეოებიც შემოგვთავაზა.
საბოლოოდ, მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა და 3 ქულის მოპოვების შემდეგ მოურინიო ავტობუსიდან ჩამოვიდა, მობილური ტელეფონი ხელში სხვა ადამიანს დააჭერინა და იქ მყოფებთან ერთად წარმატებაც აღნიშნა...
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ავტობუსი ყოველთვის უყვარდა ამ კაცს...
7
0
ჯოზე, ყოველთვის იყო და დარჩება უდიდეს მწვრთნელად და ასევე რაც აუცილებლად აღსანიშნია, ძალიან ქარიზმატულ და პირდაპირ პიროვნებად! ის არასოდეს არ თამაშობს და ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მოედანზე და მის გარეთაც!
6
0
მაგარი ტიპია)))
15
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული