"ნაპოლის" საიტის ცნობით, ნახევარმცველი ზამბო ანგისა ტრავმირებულია.
26 წლის ანგისა "აიაქსთან" მატჩისას დაშავდა და ტანგი ნდომბელემ შეცვალა. სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და დაწყებულ მკურნალობას გააგრძელებს.
ჯერ უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს კამერუნელს უქმობა.