"ლაციოს" დანაკლისი - იმობილეს ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

AutoSharing Option
"ლაციოს" გუნდის ლიდერი ჩირო იმობილე დიდი ხნით გამოაკლდა. 32 წლის თავდამსხმელმა ტრავმა სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში "უდინეზესთან" მატჩში მიიღო.

პირველადი ვარაუდით, ის მოედანზე 6 ნოემბერს დაბრუნებოდა და "რომასთან" დერბიში ითამაშებდა, თუმცა Sky Italia-ს ცნობით, ჩიროს ბარძაყის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მოედანზე 2023 წლის იანვრამდე ვერ ვიხილავთ.

მიმდინარე სერია A-ში იმობილემ 10 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული