"ძნელია "ნაპოლის" შესაბამებოდე" - "ინტერის" მწვრთნელმა ნეაპოლელთა დომინირება აღიარა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "ინტერმა" სტუმრად "ატალანტა" 3:2 დაამარცხა, ნამატჩევს კი Sky Sport Italia-ს ეთერში კომენტარი მილანური გუნდის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ გააკეთა:

"მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბოლო 7 მატჩში 6 გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბერგამოში თამაში ყოველთვის ძნელია. დებიუტში საქმისადმი არასწორი მიდგომა გვქონდა, შეცდომის შედეგად გოლი გავუშვით, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ.

გასულ წელს სეზონის ამ ეტაპზე 4 ქულით მეტი გვქონდა. "ნაპოლი" ისეთი ტემპით მიიწევს წინ, რომ ძნელია მას შეესაბამებოდე, უბრალოდ ჩვენი გზით უნდა ვიაროთ. წინ კიდევ 23 შეხვედრა და
დეტალებზე სამუშაოდ და ტრავმირებულთა დასაბრუნებლად 45 დღე გვაქვს".

"ინტერი" მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "ნაპოლის" 11 ქულით ჩამორჩება და 4 იანვარს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული