ინსინიე "ნაპოლიში" ბრუნდება? - ლეგენდამ შესაძლოა, კვლავ "პარტენოპეის" მაისურით ითამაშოს

AutoSharing Option
Radio Kiss Kiss-ის ინფორმაციით, ლორენცო ინსინიე შესაძლოა, "ნაპოლიში" 4-თვიანი იჯარით დაბრუნდეს. 

როგორც იცით, "პარტენოპეის" ლეგენდამ ზაფხულში MLS-ს მიაშურა და "ტორონტოს" წევრი გახდა, იქ კი მარტამდე შესვენებაა და 31 წლის ვინგერიც შესაძლოა, ყოფილ გუნდს დროებით დაუბრუნდეს. 

წყარო წერს, რომ ხვიჩას "ნაპოლიში" სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს და ლორენცოც ამ პერიოდში მისი დუბლიორი იქნება.

ინსინიე გუშინ "კასტელ ვოლუნტროს" ბაზას ესტუმრა, სადაც "პარტენოპეიმ" წვრთნა განაახლა. ის ყოფილმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძალიან თბილად მიიღეს. 

altხვიჩამ დღეს "ნაპოლიში" შეუზღუდავად ივარჯიშა

altკვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და

ხვალ თურქეთში გაემგზავრება
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება არა მხოლოდ ხვიჩასთვი არამედ ზოგადად გუნდისთვის. არ ვფიქრობ რომ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ.
Joko
11:02 02-12-2022
0
ძალიან საზიანო გადაწყვეტილება იქნება, ნაპოლის ფეხბურთელებთან ინსინიეს ძველმა ურთიერთობებმა შეიძლება სიტუაცია დაძაბოს.
ქიტესა
17:54 01-12-2022
0

სიახლეები პოპულარული