მიდის თუ არა "ნაპოლიდან"? - ოსიმენმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა მისი პერსონით ტოპ-კლუბების დაინტერესებაზე გააკეთა კომენტარი.

"დავრჩები თუ არა "ნაპოლიში"? 100 კი არა, 1001 პროცენტით. ჩემთვის სტანდარტს ვამყარებ. ეს სამყაროა, რომელშიც ცხოვრება მინდა. იმისათვის, რათა აქ მოვხვედრილიყავი, მრავალი წინააღმდეგობის დაძლევა მომიწია.

ზოგიერთი ამბობდა: "ორ სეზონს ვაძლევთ, ბელგიის ორმა კლუბმა მისი სამსახური არ ისურვა, ამის გაკეთება არ შეუძლია". წინამორბედ ფეხბურთელებს მადარებდნენ. ამას ვამჩნევდი, ფეხბურთელებიც ადამიანები არიან. ამიტომ მათი ნათქვამი ან უნდა მიიღო, ან დაუმტკიცო, რომ აბსოლუტურად ცდებიან.

ევროპის ერთ-ერთ დიდ კლუბში ვარ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, წლის
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზე ვიყავი ნომინირებული და ბევრი პირადი ჯილდო მოვიგე, რაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ოსიმენმა OmaSports-თან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოსიმენი ძაან მაგარია! კვარა-ოსიმენის დუეტის ყურება ერთი სიამოვნებაა.
თუ წელს სერია ა და ლიგა მოიგეს მერე კი ბატონო გადავიდეს სადმე თუ უნდათ, ხვიჩას და ოსიმენსაც!!!
ისე კი ვფიქრობ რომ ნაპოლი ორევესთვია ამ ეტაპზე იდეალური კლუბია!!!
ზურა
00:19 14-12-2022
2
კარგი ბიჭი ხარ ვიქტორ და მაგარი ფეხბურთელი.დარჩი,უძლიერეს ხვიჩასთან ერთად და თქვენი თამადობით გააჩემპიონე "ნაპოლი" და მერე გადაწყდეს შენი საფეხბურთო მომავალი.ახლა ამაზე დიდი მიზანი ამბიციურ,ნიჭიერ, ყველასაგან დაფასებულ ფეხბურთელს,სხვა რა უნდა ჰქონდეს?!
კოტე
21:48 13-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული