"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა მისი პერსონით ტოპ-კლუბების დაინტერესებაზე გააკეთა კომენტარი.
"დავრჩები თუ არა "ნაპოლიში"? 100 კი არა, 1001 პროცენტით. ჩემთვის სტანდარტს ვამყარებ. ეს სამყაროა, რომელშიც ცხოვრება მინდა. იმისათვის, რათა აქ მოვხვედრილიყავი, მრავალი წინააღმდეგობის დაძლევა მომიწია.
ზოგიერთი ამბობდა: "ორ სეზონს ვაძლევთ, ბელგიის ორმა კლუბმა მისი სამსახური არ ისურვა, ამის გაკეთება არ შეუძლია". წინამორბედ ფეხბურთელებს მადარებდნენ. ამას ვამჩნევდი, ფეხბურთელებიც ადამიანები არიან. ამიტომ მათი ნათქვამი ან უნდა მიიღო, ან დაუმტკიცო, რომ აბსოლუტურად ცდებიან.
ევროპის ერთ-ერთ დიდ კლუბში ვარ, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, წლის
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზე ვიყავი ნომინირებული და ბევრი პირადი ჯილდო მოვიგე, რაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ოსიმენმა OmaSports-თან ინტერვიუში.
თუ წელს სერია ა და ლიგა მოიგეს მერე კი ბატონო გადავიდეს სადმე თუ უნდათ, ხვიჩას და ოსიმენსაც!!!
ისე კი ვფიქრობ რომ ნაპოლი ორევესთვია ამ ეტაპზე იდეალური კლუბია!!!