მექსიკის ნაკრების მეკარე გილერმო ოჩოა "სალერნიტანაში" გადავიდა, - იტყობინება იტალიური კლუბის საიტი.
37 წლის ოჩოას "სალერნიტანამ" ხელშეკრულება ზაფხულამდე მისი გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ახალ გუნდში ის 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გილერმოს მექსიკის "ამერიკასთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.