"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა "ვერონას", ანგარიშით 1:0 დამარცხების შემდეგ ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა და თქვა, რომ "ნერაძურის" სერია ა-ს მოგება შეუძლია.

"ვიცოდით, რომ "ჯენოასთან" რთული შეხვედრა გველოდა და ასეც გამოდგა - ამ გუნდის ფეხბურთელები პერსონალურ დაცვას მთელ მოედანზე მიმართავენ. სწრაფი გოლი გავიტანეთ, შემდეგ იმას ვაკეთებდით, რისთვისაც მოვემზადეთ. მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო.

სკუდეტოს მოგება რეალური შესაძლებლობაა. წინ დიდი გზაა, მაგრამ მეტი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ. მეტი ქულა აღარ უნდა დავკარგოთ, თორემ ლიდერს ვერ დავეწევით," - განაცხადა ლაუტარომ.

18 ტურის შემდეგ
"ინტერი" სერია ა-ს ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და "ნაპოლის" 10 ქულით ჩამორჩება. 

alt"მილანმა" "ლეჩესთან" ფრეს მიაღწია და "ნაპოლის" 9 ქულით ჩამორჩება

altმანჩინი: ვინ მოიგებს სკუდეტოს? - "ნაპოლი" განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაშია



მკითხველის კომენტარები / 12 /
ანუ ზედიზედ 20 თამაშს მოიგებთ და ნაპოლი დაიძინებს თუ რისი იმედი გაქვთ???
კაცი იმედით ცოცხლობს
14:45 15-01-2023
1
ისიც გეყოფა რაც მოიგე... მოინდომა მთვარეზე მარკეტის გახსნა!
ლაშა
14:55 15-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული