აღარც "ინტერს" სურს და არც "ჩელსის" - ზაფხულში ლუკაკუს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის შემდეგ რომელუ ლუკაკუ "ინტერს" დატოვებს.

მოგეხსენებათ, "ნერაძურის" ბელგიელი ფორვარდი "ჩელსიდან" 1 წლით ჰყავს იჯარით აყვანილი და მისი გაგრძელება შეუძლია, თუმცა ამას აღარ აპირებს.

თავის მხრივ, მილანში დარჩენის შემთხვევაში, ლუკაკუ ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა, თუმცა "ინტერში" ფიქრობენ, რომ ფეხბურთელს გაუთავებელი ტრავმები აქვს და თანაც, არასასურველ ფორმაშია.

თავის მხრივ, ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა აღარ სურს "ჩელსის" და ზაფხულში მას გაასხვისებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი აზრით ყველაზე მაგარად ბავარიას დააჯდება ...
sjwiddi
30 იანვარი 2023 22:08
0
ლუკაკუ! მიუკაკუნე ბარსას და მიგიღებს, ეგ გუნდი ხომ ყველა უვარგისების თავშესაფარია?
ზურა
30 იანვარი 2023 17:26
4
???nishnis azri ici mainc?? :))))
L.J .
30 იანვარი 2023 20:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული