ბონეკი: "ნაპოლი" "რეალზე" უკეთ თამაშობს - რატომ არ უნდა სცადონ ჩემპიონთა ლიგის მოგება?

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლონელმა ზბიგნევ ბონეკმა, რომელიც ამჟამად უეფას ვიცე-პრეზიდენტია, Web Radio/Tv-ის პროგრამა Vikonos-ში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა, სადაც მისი სამი თანამემამულე ასპარეზობს (ჰუბერტ იდასიაკი, ბარტოშ ბერეშინსკი და პეტრ ზელინსკი):

"ნაპოლი" ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ არ შეიძლება "აინტრახტი" სათანადოდ არ შეაფასონ. მისი დამარცხება რთულია, ძლიერი და ხისტი გუნდია. სიფრთხილე მართებთ, თუმცა, თუ თავიანთ ფეხბურთს ითამაშებენ, მათთან სერიოზული პრობლემები არ უნდა შეექმნათ.

"ნაპოლის" შეუძლია ასევე გააგრძელოს თამაში და შორს წავიდეს. რატომ არ უნდა სცადონ ჩემპიონთა ლიგის მოგება? ვფიქრობ,
"ნაპოლი" "რეალზე" უკეთ თამაშობს. ისინი მატჩებს დომინანტურ სტილში იგებენ და არა დაცვაში ჩამდგრები, კონტრშეტევებით. ისინი უბრალოდ თამაშს წარმართავენ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
სრული სერიოზულობით მაინტერესებს და ვისაც გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ დამეხმაროთ!
მიუხედავად იმისა, რომ ქირით ვცხოვრობ და საკვების ფულიც თვიდან თვემდე ხან მყოფნის და ხან არა, უკვე ოქტომბრიდან ვაგროვებ ფინალის ბილეთის ფულს. მაინტერესებს: როდის და როგორ უნდა შევიძინო 10 ივნისის ფინალის ბილეთი?
წინასწარ გიხდით მადლობას!
ბესო შიოშვილი
08 თებერვალი 2023 21:11
2
თუ ნაპოლი ლიგას და სკუდეტოს მოიგებს. ოქროს ბურთს კვარა ან ოსიმენი მიიღებს. უფრო დიდი შანსი კვარას აქვს. ღმერთი კვარასკენ.
roma
08 თებერვალი 2023 14:53
3
სასწაული იქნება ნაპოლი თუ ლიგას მოიგებს. მე წარმატებას ვუსურვებ, ძალიანაც გამიხარდება მაგრამ წელს სიტი და პსჟ-ს ფინალი მგონია.
irakli81
08 თებერვალი 2023 13:56
12
კანონზომიერი იქნება ჩემპიონთა ლიგის მოგება! საკუთარი კარგი თამაში, ცოტა იღბალი და ყველაფერი ჩვენ რომ გაგვიხარდება ისე დამთავრდება - ნაპოლი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას!
aburjga
08 თებერვალი 2023 14:58
1
სრული სიგიჟე იქნება სკუდეტოსთან ერთად ლიგის მოგება. წარმოიდგინეთ კვარა ლიგის თასით ხელში. რატომაც არა
რაბუ
08 თებერვალი 2023 12:26
1
ზუსტად მაგ სიურპრიზს ველოდებით ბევრნი. რატომაც არა ჩემპიონთა ლიგა? მოვედი და გავიმარჯვე! ჩვენი ბიჭი მაგ თასით ხელში ვნახოთ წელს.
G.LA
08 თებერვალი 2023 09:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული