სპალეტიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, შესაძლოა, ზაფხულში "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სამუშაო ადგილი შეიცვალოს და "ლივერპული" ჩაიბაროს.

მოგეხსენებათ, "მერსისაიდელებს" ამჟამად სათავეში იურგენ კლოპი უდგას, თუმცა "ენფილდის" ბინადრებს წელს ძალიან ცუდი სეზონი აქვთ, რის გამოც გერმანელის პოზიციები საგრძნობლად შეირყა.

"ლივერპულის" ბოსებმა კლოპს სიტუაციის გამოსასწორებლად ჯერჯერობით დრო მისცეს და ნდობა გამოუცხადეს, თუმცა, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, შესაძლოა კარისკენ მიუთითონ და ამ შემთხვევაში მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ სპალეტი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სპალეტისთან მუშაობის შედეგია რომ ხვიჩაც და ოსიმენიც ასე ათამაშდნენ.თუ წავა სპალეტი ლივერპულში უეჭველ მოთხოვნას დაუყენებს მათ წაყვანაზეც ლივერპულში.რა არის ცუდი ლივერპულში თუ ითამაშა კვარამ?რეალი,რეალი გაიძახის ზოგი მაგრამ რეალი ადრეა მისთვის.
გულშემატკივარი
17:01 14-02-2023
0
სპალეტი თუ "ლივერპულში" წავიდა და ხვიჩაც წაიყვანაა!!!
ეფრემ დ.
10:14 14-02-2023
0

სიახლეები პოპულარული