სპალეტიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, შესაძლოა, ზაფხულში "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სამუშაო ადგილი შეიცვალოს და "ლივერპული" ჩაიბაროს.

მოგეხსენებათ, "მერსისაიდელებს" ამჟამად სათავეში იურგენ კლოპი უდგას, თუმცა "ენფილდის" ბინადრებს წელს ძალიან ცუდი სეზონი აქვთ, რის გამოც გერმანელის პოზიციები საგრძნობლად შეირყა.

"ლივერპულის" ბოსებმა კლოპს სიტუაციის გამოსასწორებლად ჯერჯერობით დრო მისცეს და ნდობა გამოუცხადეს, თუმცა, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, შესაძლოა კარისკენ მიუთითონ და ამ შემთხვევაში მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ სპალეტი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუ შეჭამეთ ეს ბიჭი იქ წავა აქ წავა აცადეთ ითამაშოს იტალიაში ერთი ორი წელი ცოტა მომაგრდეს და მერე გინდა ბარსელონაში წავიდეს გინდა ლივერპულში
ზაზა
22:42 13-02-2023
0
და მაშინ ხვიჩაც ლივერპულში მიდის ესეიგი
ანესთეზეოლოგი
22:08 13-02-2023
3

სიახლეები პოპულარული