სამი პენალტი - "სპეციამ" "ინტერი" დაამარცხა და "ნაპოლის" საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 26-ე ტურში „სპეციამ“ სახლში „ინტერს“ 2:1 სძლია.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, როდესაც კალდარამ საჯარიმოში დ’ამბროზიო წააქცია და პენალტიდან გატანა მარტინესს დრონგოვსკიმ არ დაანება. პოლონელმა მეკარემ პირველ ტაიმში კიდევ სამი დუელი მოუგო ლაუტაროს.

შესვენების შემდეგ „ნერაძურიმ“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, გოლი კი საკუთრ კარში მიიღო - ჰანდანოვიჩის კარი შეცვლაზე შესულმა პაოლო მალდინის შვილმა, დანიელ მალდინიმ დალაშქრა. მილანური გუნდი იერიშებზე გადავიდა, დუმფრისი საჯარიმოში სალვამ წააქცია, ხოლო თერთმეტმეტრიანი ლუკაკუმ გამოიყენა. ცოტა ხანში პენალტი უკვე ჰანდანოვიჩის კარში დაინიშნა და ნზოლამ „სპეციას“ გამარჯვება მოუპოვა.

„ინტერი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება და ორი უმძიმესი მატჩი ელის - 15 მარტს გასვლაზე ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუსთან“ და 19 მარტს იტალიის პირველობაზე სახლში „იუვენტუსთან“.

დღეს „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს და „ინტერთან“ სხვაობის გაზრდას შეეცდება.

სპეცია. „ალბერტო პიკო“

სპეცია - ინტერი 2:1
გოლები: 1:0 მალდინი (54), 1:1 ლუკაკუ (82, პენ), 2:1 ნზოლა (87, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: მარტინესი (13)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესეც ასე
ვაუ
12:48 11-03-2023
0
ეს იტალიური გუნდები ისე იქცევიან, მგონი ვერცერთი თამაში რომ ვერ მოიგოს ნაპოლიმ, მაინც ჩემპიონი გახდება. :)
დათო
12:47 11-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული