სპალეტი "ატალანტასთან" "ჯოკერს" გამოიყენებს - რას გეგმავს იტალიელი

AutoSharing Option
დღეს, 11 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" უმასპინძლებს. Areanapoli.it-ის ჟურნალისტის, გაეტანო ბრუნეტის ინფორმაციით, "პარტენოპეის" მექსიკელი შემტევის ირვინ ლოსანოს ნაცვლად, ძირითადი შემადგენლობიდან თამაშს ელიფ ელმასი დაიწყებს.

"ფეხის კუნთის დაჭიმულობის გამო, "ატალანტასთან" მატჩს ირვინ ლოსანო გამოტოვებს, მის ნაცვლად ყველაზე მარტივი გამოსავალი ძირითად შემადგენლობაში მატეო პოლიტანოს დაყენება იქნებოდა, თუმცა იტალიელი ლუჩანოს ტაქტიკურ მონახაზს სრულიად შეცვლიდა. სპალეტი თავისი საყვარელი "ჯოკერის" გამოყენებას აპირებს, სასტარტო შემადგენლობიდან თამაშს ელიფ ელმასი დაიწყებს. ჩრდილოეთ მაკედონიელი მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მიუხედავად იმისა,
რომ მატჩებში ძირითადად შეცვლებიდან შემოდის" - წერს გამოცემა.

alt"როდესაც უსამართლობას აწყდები, ხვიჩას მსგავსად უნდა მოიქცე" - სპალეტიმ "კვარა" შეაქო

altლუჩანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

altმოკრძალებული ლუჩანო სპალეტი - რა მანქანით მივიდა იტალიელი გუნდის ვახშამზე? [PHOTO]

alt"დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო მოუმატებს" - ლუჩანო სპალეტი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა იყოს ძირითადში და თუ უნდა ელმასი კარში ჩააყენოს:)
irakli81
12:52 11-03-2023
2
ჩემი აზრით ნაპოლი ორი ჯოკერით თამაშობს,ხვიჩა და ოსიმენი რომლებსაც გადამწყვეტ მომენტში შეუძლიათ თამაშის შემოტრიალება.
ამაშია საქმე
14:44 11-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული