სპალეტი "ატალანტასთან" "ჯოკერს" გამოიყენებს - რას გეგმავს იტალიელი

AutoSharing Option
დღეს, 11 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" უმასპინძლებს. Areanapoli.it-ის ჟურნალისტის, გაეტანო ბრუნეტის ინფორმაციით, "პარტენოპეის" მექსიკელი შემტევის ირვინ ლოსანოს ნაცვლად, ძირითადი შემადგენლობიდან თამაშს ელიფ ელმასი დაიწყებს.

"ფეხის კუნთის დაჭიმულობის გამო, "ატალანტასთან" მატჩს ირვინ ლოსანო გამოტოვებს, მის ნაცვლად ყველაზე მარტივი გამოსავალი ძირითად შემადგენლობაში მატეო პოლიტანოს დაყენება იქნებოდა, თუმცა იტალიელი ლუჩანოს ტაქტიკურ მონახაზს სრულიად შეცვლიდა. სპალეტი თავისი საყვარელი "ჯოკერის" გამოყენებას აპირებს, სასტარტო შემადგენლობიდან თამაშს ელიფ ელმასი დაიწყებს. ჩრდილოეთ მაკედონიელი მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მიუხედავად იმისა,
რომ მატჩებში ძირითადად შეცვლებიდან შემოდის" - წერს გამოცემა.

alt"როდესაც უსამართლობას აწყდები, ხვიჩას მსგავსად უნდა მოიქცე" - სპალეტიმ "კვარა" შეაქო

altლუჩანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

altმოკრძალებული ლუჩანო სპალეტი - რა მანქანით მივიდა იტალიელი გუნდის ვახშამზე? [PHOTO]

alt"დარწმუნებული ვარ, ხვიჩა უფრო მოუმატებს" - ლუჩანო სპალეტი

მკითხველის კომენტარები / 7 /
პოლიტანო დააყენა.
goga
20:23 11-03-2023
0
ელმასი კაი იგროკია ოხონ ლაციოსტან ბევრი მოინდომა ერტ მომენტში პასი უნდა მიეცა ფოლიტანოსტვის ან კვარასტვის ის რო მიეცა რომელიმესტვის ორივე პირისპირ რჩებოდნენ მეკარესტან იმ ტამაში ბევრი აიხო თავის თავზე არ გამოუვიდა და ჩაისვარა,ელმასი რო სასტავში დახენოს ცენტრში უნდა ატამაშოს,უკეტ გამოსდის ტამაში ვიდრე კრაიზე,ან კვარა უნდა გადაიხვანოს მეორე კრაიზე და ელმასი კვარას ადგილზე,ეს ტუა სფალეტის ჯოკერი
კახა
19:25 11-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული