ოსიმენმა ტრავმა მიიღო - უცნობია, ვიქტორი ჩემპიონთა ლიგისთვის თუ მოახერხებს დაბრუნებას

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა საზარდულის ტრავმა მიიღო.

სერია A-ს ბომბარდირი 2 აპრილს "მილანთან" მატჩს გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ვიქტორის შესაძლო დაბრუნებას, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" ქომაგებისთვის ეს სიახლე დასანანია, რადგან მეოთხედფინალური შეხვედრები გუნდს კარს მოადგა. შეგახსენებთ, ლიგაზე "ნაპოლი" "მილანს" 12 ("სან სიროზე") და 18 აპრილს (მარადონას სახელობის მოედანზე) შეხვდება.

რაც შეეხება სერია A-ს აღნიშნულ მატჩს, შეხვედრა 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მომზადებულია onefootball-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 24 /
გუნდს ჩემპიონობა განაღდებული აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს.ჭკვიანურად იქცევიან.მეტოქის მწვრთნელს საფიქრალი მოემატა,მშვიდად ვერ იქნება და როცა მშვიდად ვერ ხარ შევდომასაც უშვებ.ისე ჩემი პროგნოზი თუ ვინმეს აინტერესებს-ხვიჩა ისეთ იღბლიან ვარსკვლავზე მივიდა გუნდში,რომ რაღაც გრანდიოზული მოხდება.ფინალიც კი უდიდესი წარმატება იქნება.
ენძო
01 აპრილი 2023 08:36
1
კარგი რა ვიქტორ ბრო, იმედია ლიგაზე მილანთან მომჯობინდება მაგრამ საზარდულის ტრამვა როგორც წესი ასე მალე ვერ რჩება.მაგრად გატეხა რა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამით მილანს საქმე არ გაუიოლდება, კვარა და ფორვარდათ სიმეონე არ მოაკლებს მილანის დაცვას თავსატეხს, უბრალოდ ფსიქოლოგიურად წნეხი არ მიიღოს გუნდმა არა იმიტო რომ ოსიმენი შეუცვლელია არამედ გუნდი მთელი სეზონია გამოკვეთილი ძირითადით უტევდა, სრულ ჰარმონიაშია ყველა რგოლი ერთმანეთთან და უცებ ბრახ და მთავარი დამრტყმელი ფორვარდი გეტრამვება და შეიძლება ლიგაზეც გამოტოვოს ფსიქოლოგიურად მაინც ნიტოა.
Charley
31 მარტი 2023 16:35
3
ტაქტიკური სვლა მგონია.
ზაზა
31 მარტი 2023 18:10
7
ახლა გამოჩნდება კვარადონა ნამდვილია თუ ავანსად გაცემული სახელია.
პაატა
31 მარტი 2023 18:04
49
კაცი სამჯერ, ლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ეხლა უნდა გამოჩნდეს, ხომ? დ)))
გოგია
31 მარტი 2023 18:35
3
ეხლა აქვს შანსი ოქროს ბურთის რეიტინგში გადაუსწროს ოსიმენს
skaro
31 მარტი 2023 19:19
6
ყველა გამოხმაურება
ბოლო შეხვედრა 27 მარტს შეუცვლელად ითამაშა ნიგერიის ნაკრებში გვინეა ბისაუს წინააღმდეგ. საინტერესოა სად მიიღო ტრამვა. ძალიან სამწუხაროა.
G.LA
31 მარტი 2023 16:17
1
Tamashisas ar sheichnia,an varjishze,ttvmas marto tamashze igebs motamashe?????(tan magis xasiatidan gamomdinare kidev naklebad trmvianobs)
L.J .
31 მარტი 2023 19:51
1
ეს ბიჭი ისე ხშირად ტრამვიანობს, რო ამაში 150 მილიონს არავინ გადაიხდის, ძალიან სამწუხაროა
გოგა
31 მარტი 2023 18:08
11
ხვალ ხვიჩას სურდო აღმოაჩნდება და გამოტოვებს ამ სახიფათო თამაშს.სასწორზე ჩ.ლ-ს ფინალი დევს და არ გამოვრიცხავ მილანის მაფიოზები რამე მზაკვრობას არ ჩაიდენენ.რომ დაამტვრიონ ხვიჩა მერე გვიან იქნება წუხილი.
ზოგიერთი უტვინოს გასაგებად
01 აპრილი 2023 11:45
1
ნედვედი რო გვყოლოდა
eh
31 მარტი 2023 16:58
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული