"ჩემი ფეხბურთელები ახლიდან აღმოვაჩინე. "ლეჩეს" დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში არასდროს უჭირდა. გვაქვს მინუსები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ.
რაც შეეხება სიმეონეს ტრავმას, ეს ექიმებმა უნდა შეაფასონ, მას პატარა პრობლემა ჰქონდა, თუმცა მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო.
უნდოდა თუ არა ოსიმენს "ლეჩეს" წინააღდეგ თამაში? მას მოედანზე
რასპადორი შეხვედრის პირველ ნახევარში კარგად გამოიყურებოდა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა საკუთარი თამაში ვიპოვეთ. "ლეჩე" ჩვენთან მატჩს ზედიზედ 5 მარცხით შეხვდა, ამიტომ მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა. საბოლოოდ, ხასიათი გამოვავლინეთ, ჩემს ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. დი ლორენცოს სახით გუნდს შესანიშნავი კაპიტანი ჰყავს, ჯოვანი თანაგუნდელებს მუდამ ერთიანობისკენ მოუწოდებს, შესანიშნავი ბიჭია" - განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 74 ქულით პირველ ადგილზეა, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.
"დღეს ჩვეული სისწრაფით ვერ ითამაშა" - იტალიელმა ტელეწამყვანმა კვარაზე ისაუბრა
"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]
ერთი მუშტად შეკრული გუნდი - რა სთხოვა დი ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ თანაგუნდელებს