სერია A-ს 29-ე ტურში "ლაციომ" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "იუვენტუსს".
"ლაციო" 58 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ნაპოლის" 16 ქულით ჩამორჩება და 14 აპრილს სტუმრად "სპეციას" დაუპირისპირდება.
"იუვენტუსი" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველად დამარცხდა, შეწყდა "ლაციოსთან" მისი შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია, 44 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულა აშორებს და 16 აპრილს "სასუოლოს" ესტუმრება.
რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (38), 1:1 რაბიო (42), 2:1 ძაკანი (53)