დე ლაურენტისმა ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ხვალ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრება და პირველ შეხვედრას "სან სიროზე" გამართავს.

ნაპოლის გულშემატკივრები ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულები არიან. სავარაუდოდ, ნიგერიელი ფორვარდი მილანში თამაშს ვერ მოახერხებს.

Repubblica-ს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისი ისკიაში (კუნძული ნეაპოლის ყურეში) შვებულებისას რამდენიმე გულშემატკივარს შეხვდა და ვიქტორის მდგომარეობაზე უახლესი ამბები გაამჟღავნა.

"სამწუხაროდ, ვიქტორი არ არის სათამაშო მდგომარეობაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას 18-ში ვიხილავთ" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი ხვალ 23:00 საათზე გაიმართება.

წყარო: Areanapoli
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი კვარა ჰეთთრიკი , ნახონ ვინ არის მანდ იმპერატორი
კაპიტან გარდენბურგი
21:43 11-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული