65 მილიონი - ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას ექსთანაგუნდელს "მილანი" ყიდულობს

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლილის" კანადელი ფორვარდი ჯონათან დევიდი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. მყიდველთა სიაში ფავორიტი "მილანია". 

ჟურნალისტის მტკიცებით, ფრანგები 23 წლის კანადელის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვენ - "მილანსა" და "ლილს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

თავდამსხმელი 20 გატანილი გოლით ლიგა 1-ის ბომბარდირთა სიას კილიან მბაპესთან ერთად ლიდერობს. საფრანგეთის ჩემპიონატში გატარებულ არასრულ 3 სეზონში ჯონათანმა 48 გოლი შეაგდო. 

"ლილში" დავიდი ბელგიური "გენტიდან" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. კანადელმა ბელგიაში კარიერა, ფაქტობრივად, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად დაიწყო. დავიდს გოლები გაჰქონდა, "გენტის" ლიდერი კი ქართველი
იყო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მილანის ბოლოდროინდელი სიძუნწიდან გამომდინარე რამდენად რეალურია 65-მილიონის გადახდა არ ვიცი,,იგივე ლილიდან ბოტმანი და სანჩესი თუ სანშეში ვერ იყიდეს რამდენიმე მილიონის ცდომილების გამო,,ყიდვას ვინ ჩივის მილანმა თავისი გუნდის სამი ლიდერი ვერ შეინარჩუნა იმის გამო რო რასაც ითხოვდნენ ხელფასს ის არ გადაუხადა და მაგის გამო ბევრად მეტი ფული დაკარგა რასაც მათი გაყიდვით აიღებდა,,პარალელურად იმასაც ვიტყვი რომ ნაპოლის პრეზიდენტს უფრო უკეტესი ურთიერთობა აქვს ლილის პრეზიდენტთან და თუ ოსიმენი გაყიდა 130-150 მილიონად არ არი გამორიცხული დაასწროს მილანს ოღონდ ეგ იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ოსიმენს გაყიდის და სხვებსაც არ მიაყოლებს,,თუ ოსიც გაყიდა კვარაც,,კიმიც და ლობოტკაც მაშინ ალბათ აგარ გადაიხდის მაგხელა თანხას და საშუალო დონის გუნდათ ჩამოყალიბდება ნაპოლი და რამდენიმე წელი დატკბებიან იმ სკუდეტოთი რომელსაც წელს მოიგებენ,,ისე ვეთანხმები აქ ერთ-ერთი კომენტარის ავტორს და მართლა მალდინის რა უთხარი კვარას არ ყიდვის გამო,,დიდი სიამოვნებით ვიხილავდი კვარას მილანის ფორმაში კაკას ადგილზე მოთამაშეს აი ზუსტად ეგ პოზიციაა რაც კვარას მაგრად მოუხდება და თან მე მაგ პოზიციაზე ვხედავ კვარას მომავალს
Gel-100
09:21 18-04-2023
2
"გენტის ლიდერი კი ქართველი
იყო" ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა?
გენა
07:36 18-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული