65 მილიონი - ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას ექსთანაგუნდელს "მილანი" ყიდულობს

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლილის" კანადელი ფორვარდი ჯონათან დევიდი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. მყიდველთა სიაში ფავორიტი "მილანია". 

ჟურნალისტის მტკიცებით, ფრანგები 23 წლის კანადელის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვენ - "მილანსა" და "ლილს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

თავდამსხმელი 20 გატანილი გოლით ლიგა 1-ის ბომბარდირთა სიას კილიან მბაპესთან ერთად ლიდერობს. საფრანგეთის ჩემპიონატში გატარებულ არასრულ 3 სეზონში ჯონათანმა 48 გოლი შეაგდო. 

"ლილში" დავიდი ბელგიური "გენტიდან" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. კანადელმა ბელგიაში კარიერა, ფაქტობრივად, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად დაიწყო. დავიდს გოლები გაჰქონდა, "გენტის" ლიდერი კი ქართველი
იყო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
"გენტის ლიდერი კი ქართველი
იყო" ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა?
გენა
07:36 18-04-2023
2
არადა უნდა დამეწერა რასპადორი/პოლიტანო ერთად გაუცვალონ ჯონათთან დევიდში მეთქი...კაი პოლიტიკას აწარმოებს მილანი,ეყიდა რა კვარა...ოხ მალდინი,მალდინი მაგრა ჩაიჭერი ძალიან კარგი ნელ-ნელა ძველი მილანი ბრუნდება,იფხანოს ეხლა ერთი ადგილი დონარუმამ პსჟ-ში მეცხვარეთა ჩემპიონატის გარდა რა უნდა მოიგოს?!
ნიკო
17:23 17-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული