იტალიის ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ (CONI) "იუვენტუსის" აპელაცია დააკმაყოფილა და 15 ქულა დაუბრუნა, რომელიც იანვარში ფინანსური მაქინაციების გამო დააკლეს.
ახლა ახალი სასამართლო გარჩევა დაიწყება - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალური სააპელაციო სასამართლო (FIGC) საქმეს განმეორებით განიხილავს.
ასე და ამგვარად, ამჟამინდელი მდგომარეობით, 30 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" სერია A-ში 59 ქულით მესამე პოზიციაზეა, 16 ქულით ლიდერ "ნაპოლის" ჩამორჩება, ხოლო 2 ქულით - მეორეადგილოსან "ლაციოს".
"იუვენტუსი" 23 აპრილს "ნაპოლის" უმასპინძლებს.
"იუვენტუსი" 23 აპრილს "ნაპოლის" უმასპინძლებს.