"ნაპოლისთან" შეხვედრამდე "იუვენტუსს" ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს

AutoSharing Option
იტალიის ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ (CONI) "იუვენტუსის" აპელაცია დააკმაყოფილა და 15 ქულა დაუბრუნა, რომელიც იანვარში ფინანსური მაქინაციების გამო დააკლეს.

ახლა ახალი სასამართლო გარჩევა დაიწყება - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალური სააპელაციო სასამართლო (FIGC) საქმეს განმეორებით განიხილავს.

ასე და ამგვარად, ამჟამინდელი მდგომარეობით, 30 ტურის შემდეგ "იუვენტუსი" სერია A-ში 59 ქულით მესამე პოზიციაზეა, 16 ქულით ლიდერ "ნაპოლის" ჩამორჩება, ხოლო 2 ქულით - მეორეადგილოსან "ლაციოს".

"იუვენტუსი" 23 აპრილს "ნაპოლის" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
სწორი გადაწყვეტილებაა რადგან იუვენტუსი, როგორც კლუბი ხალხს ეკუთვნის და მაქინაციებში თუ ხელმძღვანელობა იღებდა მონაწილეობას , სწორედ ხელმძღვანელობა უნდა დასჯილიყო და არა კლუბი, რომელიც არამარტო ტურინს, არამედ მთელს იტალიას წარმოადგენს. მსგავსი სერია შოტლანდიაშიც ვნახეთ და არაფერი კარგი არ მოუტანია რეინჯერსის მესამე ლიგაში გაგდებას შოტლანდიის ნაკრებისთვის!
ლაშა
21:48 20-04-2023
6
მოიგებს იუვე მაგ თამაშს
მამუკა
22:25 20-04-2023
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული