საჩუქარი "ნაპოლის" - "ტორინომ" "ლაციოს" გასვლაზე მოუგო

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში "ლაციო" მოულოდნელად სახლში "ტორინოსთან" 0:1 დამარცხდა და ლიდერ "ნაპოლისთან" 14-ქულიანი ჩამორჩენა ვერ შეამცირა.

"ლაციომ" აქამდე ბოლო 8 ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, 22 ქულა მოიპოვა და საშუალო დონის ტურინულ გუნდთან ფავორიტად მიიჩნეოდა. უნდა ითქვას, "ტორინო" "ლაციოსთვის" მეტად უხერხული მეტოქეა, რომში გასული 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმო და ოთხჯერ ფრეს მიაღწია, ამჯერად კი მოუგო კიდეც - მოუგო შვიდი წლის შემდეგ პირველად.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ჩირო იმობილე, რომელიც 16 აპრილს ავტოავარიაში მოჰყვა, გამოჯანმრთელდა, 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თუმცა
თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

გამარჯვების გოლი 43-ე წუთზე სერბმა ნახევარმცველმა ივან ილიჩმა გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტოტალიზატორშიკებს რა გეშველებოდათ ტოტალიზატორი რომ არ არსებობდეს, ცხოვრება აზრს დაკარგავდა და სამყაროში ქაოსი დაისადგურებდა. ვერაფერს ვეღარ მოუძებნიდით ახსნას. დაანებეთ მაგ ყომარობას თავი
გიორგი
23 აპრილი 2023 07:54
1
“ლაციომ’” საჩუქარი გაუკეთა “იუვენტუსს” და არა “ნაპოლის”.
კონსტანტინე
23 აპრილი 2023 07:03
1
უფრო მილანს და ინტერს.
ტტტ
23 აპრილი 2023 14:07
0
იკითხებოდა ლაციოს ეგ წაგება, საეჭვოდ დიდი კოეფიციენტი მისცეს გუნდს რომელიც მეორე ადგილზეა და ხვდება ცხრილის შუაში მყოფ გუნდს, და ამ დროს მესამე ადგილოსანი ხვდება პირველ ადგილოსანს
მამუკა
23 აპრილი 2023 01:27
4
სულ რაღაც 9 ქულა და ნაპოლი ჩემპიონია.
გია პაპა
23 აპრილი 2023 01:02
1

სიახლეები პოპულარული