"დამნაშავე ისაა, ვინც ამის თქმის უფლებას აძლევს" - ლეაო ჟურნალისტს გამოეხმაურა, რომელმაც მოწინააღმდეგეს მის შესაჩერებლად ფეხის მოტეხა დაუსახელა

AutoSharing Option
ერთ-ერთ იტალიურ საფეხბურთო გადაცემაში სტუმრობისას, ჟურნალისტმა მიშელ კრისსიტიელომ განაცხადა, რომ რაფაელ ლეაოს შესაჩერებლად მეტოქეებმა პორტუგალიელს ფეხი უნდა მოტეხონ.

"როგორ შევაჩეროთ ლეაო? მოტეხეთ ფეხი და გაჩერდება".

ამ განცხადებას თვითონ ფეხბურთელიც გამოეხმაურა:

"პრობლემა ის არაა, რომ ვიღაცამ ეს თქვა; დამნაშავე ისაა, ვინც ამის უფლება მისცა".

შეგახსენებთ, "მილანი" სერია A-ში 56 ქულით მე-4 ადგილს იკავებს ("რომასაც" 56 ქულა აქვს) და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. ამასთან ერთად, "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, ფინალის საგზურისთვის კი თანაქალაქელ "ინტერს" შეხვდება.

რაც შეეხება ლეაოს, რაფაელი სანაკრებო პაუზის
შემდეგ მაგარ ფორმაში შევიდა, გამართულ 6 შეხვედრაში კი თავი 4 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბურთის მიღებაში და 'რაზგონის' აღებაში უნდა შეუშალონ ხელი.
ყარამან შინდაგორიძე
27 აპრილი 2023 10:07
1
რუსეთის ჩემპიონატი გამახსენდა,მწვრთნელი(მგონი სწორად მახსოვს და კრილია სოვეტოვთან თამაშობდნენ)როგორ უყვიროდა თავის ფეხბურთელებს,ფეხი მოსტეხეთო,კვარაცხელიას.ტელევიზორშიც კი ისმოდა,მისი ყვირილი.
სოსო
27 აპრილი 2023 08:48
6
Terekis mwvrtneli talalaevi iyo eg..
L.J .
27 აპრილი 2023 11:53
0
მოურინიომაც თქვა მსგავსი სისულელე კვარაცხელიაზე.ლეაო მართალია, ამის თქმის უფლებას არ უნდა აძლევდნენ და მინიმუმ ფულადი ჯარიმა მაინც უნდა იყოს და არ უნდა ხდებოდეს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით ზოგიერთი დებილი ფეხბურთელის წახალისება.
ლევანი
27 აპრილი 2023 08:45
0
ეს ჟურნალისტი პახოდუ ნეიმარის მამაა :)))
Levani
27 აპრილი 2023 00:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული